ჩვენი მიზანია, მომხმარებლის ფიქრებში (გონებაში) დავიკავოთ ადგილი, რომელიც ასოცირდება სანდოობასთან, უსაფრთხოებასა და ხარისხთან

სამშენებლო კომპანია პარამონ გრუპი დაფუძნებულია პარტნიორების გამოცდილებაზე, რომლებმაც 2015 წლიდან წარმატებით განახორციელეს დეველოპმენტის მიმართულებით სხვადსხვა პროექტები. კომპანია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე შემოვიდა ინოვაციით და ახალი ტენდენციებით. პარამონ გრუპის მართვის მთავარ ინსტრუქციას წარმოადგენს მომხმარებლის ინტერესების დაფასება და გათვალისწინება, რაც დადასტურებულია მათი მოთხოვნების შესრულებით და მაღალი ხარისხის მუშაობის უზრუნველყოფით. პარამონ გრუპი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთაც სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ეს კი მომხმარებელს სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.

ხედვა

კომპანიის ხედვაა, მაღალი ხარისხის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა  და დიზაინის შენარჩუნების გზით გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, მოვიპოვოთ მომხმარებლის ლოიალურობა და შევიტანოთ წვლილი ქვეყნის განვითარებაში.

მისია

პარამონ გრუპის მისიაა პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შვქმნათ უმაღლესი სტანდარტის მქონე გარემო, სადაც მომხმარებელი თავს იგრძნობს დაცულად, კომფორტულად და მშვიდად. გავზარდოთ მომხმარებელთა სარგებელი, შევქმნათ კარიერული შესაძლებლობები ჩვენი თანამშრომლებისთვის, ვიყოთ მეგობრული გარემოსთან და ხელი შევუწყოთ სპორტის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას

მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნა და ჩვენ დაგიკავშირდებით

Error or Success MSG

ან

დაგვიკავშირდით

+(995) 558 99 99 92
+(995) 558 99 99 94